გრამატიკა

გრამატიკა
ზმნის ფორმას, რომელიც გამოხატავს, თუ როგორია კუთვნილებით-დანიშნულებითი ურთიერთობა პირებს შორის ქცევა ჰქვია. ქცევა სულ სამია: საარვისო
(აშენებს – მოქმედების შედეგი არავისთვის არ არის განკუთვნილი),
სათავისო (იშენებს, ანუ აშენებს თავისთვის) და სასხვისო (უშენებს,
ანუ აშენებს სხვისთვის).
სათავისო ქცევას ზმნის სამივე პირში გამოხატავს ი– თავსართი:
I პირი – მე ვ–ი–წერ
(მე და–ვ–ი–წერე)
II პირი – შენ ი–წერ
(შენ და–ი–წერე)
III პირი – ის ი–წერ–ს
(მან და–ი–წერა).
სასხვისო ქცევას პირველსა და მეორე პირებში ასევე ი– თავსართი აწარმოებს, მაგრამ მესამე პირში
ამ ი– ხმოვანს უ– თავსართი ცვლის:
I პირი – ის მე
მ–ი–წერს (მან მე და–მ–ი–წერა)
II პირი – ის შენ
გ–ი–წერს (მან შენ და–გ–ი–წერა)
III პირი – ის მას უ–წერ–ს (მან მას და–უ–წერა).
- ამოიწერეთ ტექსტიდან სათავისო და
სასხვისო ქცევის ფორმები და დააჯგუფეთ.
- აწარმოეთ სათავისო და
სასხვისო ქცევის ფორმები: აკეთებს , აკლებს,
აცხელებს
- ნიმუში:
ხატავს – იხატავს, უხატავს
შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 42P2